მთავარიევროპაბელარუსი“შიშის გარემოში” ჩატარებული “ყალბი” საპარლამენტო არჩევნები ბელარუსში

“შიშის გარემოში” ჩატარებული “ყალბი” საპარლამენტო არჩევნები ბელარუსში

25 თებერვალს ბელარუსში პარლამენტის ქვედა პალატისა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნები გაიმართა.

იქამდე ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ თანამემამულეებს მოუწოდა, რომ დარჩნენ სახლში და არ მიიღონ მონაწილეობა ამ „სიყალბეში”.

25 თებერვალს მინსკის №478-ე საარჩევნო უბანზე თავის არჩევანი გააკეთა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს 2025 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.

ელოდებიან, რომ არჩევნები გაამყარებს ქვეყნის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკას პოზიციებს. იგი 1994 წლიდანაა ხელისუფლებაში, ლუკაშენკას მმართველობის პირობებში ბელარუსი იქცა მზარდ რეპრესიულ სახელმწიფოდ.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა საარჩევნო ყუთთან, მინსკი, ბელარუსი, 25 თებერვალი, 2024 წელი Copyright Belarusian Presidential Press Service via AP

“ბელარუსის ოპოზიციის მიზანი ერთია, ჩვენი ქვეყანა ცუდ რელსებზე დააყენონ. ამისთვის კი მათ დღევანდელი ხელისუფლების დამხობა სურთ. მერწმუნეთ, ისინი ამას ვერ იზამენ, რადგან ჩვენ ამ არჩევნებით ავირჩევთ ინტელექტუალ და აბსოლუტურად სანდო ადამიანებს, რომლებსაც ნათლად ესმით ჩვენი ხალხის წინაშე არსებული ამოცანები. ოპოზიციის არცერთი პროვოკაცია არ იმუშავებს ბელარუსში”, – განაცხადა ალექსანდ ლუკაშენკამ, ბელარუსის პრეზიდენტმა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ პარლამენტის ქვედა პალატაში შეივსო 110-ვე ადგილი მას შემდეგ, რაც 25 თებერვალს ჩატარდა კენჭისყრა მკაცრად კონტროლირებულ გარემოში, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით. ოპოზიცია კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ბელარუსმა უარი თქვა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებლების მოწვევაზე არჩევნების მონიტორინგისთვის.

არჩევნები მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც მას “შიშის გარემოში” გამართული “ყალბი” არჩევნები უწოდა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა 74 პროცენტამდე იყო. ვრცელდებოდა ცნობები, რომ მოქალაქეებს მათი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ საარჩევნო უბნებზე მისვლას.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend