მთავარისაქართველოსაბჭოთა ოკუპაციის დღეს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა

საბჭოთა ოკუპაციის დღეს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენა და ახალგაზრდებს ამ დღის გააზრებისაკენ მოუწოდა.

“პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ იმ დღეებში საქართველო, უკვე შემდგარი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო თავისი კონსტიტუციით, რაც მაშინდელ ევროპაში გამონაკლისი იყო. სულ რამდენიმე ქვეყანა იყო ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორშიც საქართველო. საქართველოს კონსტიტუცია, ბევრი მიმართულებით, საკმაოდ პროგრესული იყო: ეს იქნებოდა თვითმმართველობა, უმცირესობებთან ურთიერთობა, ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, სასამართლო, სადაც ნაფიცი მსაჯულები უკვე არსებობდნენ. ეს ყველაფერი ოცდახუთმა თებერვალმა გაანადგურა და 70 წლით ჩაგვკეტა იმ სივრცეში, რომელიც ნამდვილად ციხედ იყო აღქმული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, ღონისძიების ლიტერატურულ ბლოკში ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა: ეკა ტოგონიძემ, ნინია სადღობელაშვილმა, კატო ჯავახიშვილმა და ზვიად კვარაცხელიამ ქართული ლიტერატურის მიერ საბჭოთა ოკუპაციის გააზრებაზე ისაუბრეს. ორბელიანების სასახლეში გაიმართა ასევე, კინოდოკუმენტალისტ გია ჭუბაბრიას ფილმის ,,გაფითრებული თებერვლის ლანდი“ ჩვენება, ღონისძიებების სერია კი, ,,მოძრაობის თეატრის“ მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილი პერფორმანსით დასრულდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend