მთავარიევროპარუსეთი"ნავალნი ხანგოშვილის მკვლელში უნდა გაეცვალათ" - მარია პევჩიხი

“ნავალნი ხანგოშვილის მკვლელში უნდა გაეცვალათ” – მარია პევჩიხი

რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თავმჯდომარის მარია პევჩიხის თქმით, რუსეთი აპირებდა, რომ ალექსეი ნავალნი გერმანიის პატიმრობაში მყოფ ვადიმ კრასიკოვში გაეცვალა. კრასიკოვმა ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. თუმცა პევჩიხის თქმით, ვლადიმირ პუტინს არ სურდა, რომ ნავალნი გაეთავისუფლებინათ და ის მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე მოკლა.

მარია პევჩიხი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გახდა ცხადი, რომ საჭირო იყო ნავალნის ციხიდან ნებისმიერ ფასად გამოყვანა, რის შემდეგაც მისმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, დაეწყოთ რუსეთის დაკავებულ აგენტებში მისი გაცვლის ორგანიზება.

პევჩიხის მტკიცებით, ნავალნის მხარდამჭერების გეგმას მხარი დაუჭირეს 2023 წლის გაზაფხულზე, თუმცა მაშინ მოლაპარაკებები ჩაიშალა. მისივე ცნობით, დეკემბერში ეს გეგმა ხელახლა დაადასტურეს და პუტინს ნავალნის გაცვლის შეთავაზება ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა გადასცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend