მთავარისაქართველოლუდომანიის აღმოფხვრა ახალგაზრდებში

ლუდომანიის აღმოფხვრა ახალგაზრდებში

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა ახალგაზრდებში ლუდომანიის, იგივე აზარტული თამაშების, მიმართ მიდრეკილების აღმოფხვრაზე იმსჯელა. კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, ეს სერიოზული პრობლემაა, რისთვისაც პირველ რიგში განათლების უწყებამ უნდა გადადგას ნაბიჯები და სასწავლებლებში რაიმე ფორმით უნდა შეიტანოს ლუდომანიის საპრევენციო აქტივობები. მისივე განცხადებით, აუცილებელია საკითხში აქტიურად ჩაერთოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადგან ლუდომანია ნაწილობრივ კრიმინალურ ელემენტებსაც შეიცავს.

“ანგარიშში, რომელსაც UNICEF-ის ექსპერტის მონაწილეობით 6 თვის განმავლობაში ვამზადებდით, საკმაოდ სიღრმისეულადაა ასახული ის ვითარება, რაც ლუდომანიის მხრივ გვაქვს საქართველოში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. თუმცა ამ ანგარიშმა ასევე მკაფიოდ გვაჩვენა მთავრობის მიერ 2021 წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილებების დადებითი შედეგები. ასევე დავინახეთ თითოეული უწყების ეფექტიანობა, რადგან ლუდომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენიმე სამინისტროა ჩართული, მათ შორის განათლების, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის უწყებები. ყველა ამ სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ლუდომანიის აღმოფხვრის საქმეში. ამ თემატური მოკვლევის საფუძველზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს განათლების სამინისტროს მეტი ჩართულობის საჭიროება. ეს საკითხი სკოლის პედაგოგის დონემდე უნდა დავიდეს და მათი მომზადება ამისთვის აუცილებელია”, – განაცხადა დეპუტატმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend