მთავარიკუბიიულია ნავალნაია დეზინფორმაციის ახალი სამიზნე გახდა

იულია ნავალნაია დეზინფორმაციის ახალი სამიზნე გახდა

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ცხედარი პოლიტიკოსის დედას გადასცეს.

ამ დღეების განმავლობაში ნავალნი და განსაკუთრებით მისი მეუღლე იულია ნავალნაია რუსული პროპაგანდის სამიზნე გახდა და მის შესახებ ყალბი ამბები გავრცელდა.

19 თებერვალს, რუსეთის ციხეში გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ იულია ნავალნაიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც განაცხადა, რომ მზად არის გააგრძელოს ალექსეი ნავალნის საქმე.

ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში პლატფორმა X-ზე მასობრივად დაიწყეს იულია ნავალნაიას ფოტოს გაზიარება, სადაც ის სანაპიროზე იმყოფება მამაკაცთან ერთად და წერდნენ, რომ ოპოზიციონერის ცოლი უკვე სხვასთან იმყოფება ურთიერთობაში.

სინამდვილეში ფოტო არ არის ახალი. ე.წ. რივერს იმიჯის გამოყენებით, რომლითაც შეგვიძლია ვიპოვოთ ფოტოს პირველწყარო ინტერნეტში, გამოჩნდა, რომ პირველად ეს ფოტო გამოაქვეყნა რუსმა ბიზნესმენმა ევგენი ჩიჩვარკინმა 2021 წელს, თავისივე ინსტაგრამზე.

ჩიჩვარკინი არის რუსეთში მობილური ტელეფონების პირველი დისტრიბუტორი კომპანიის ყოფილი მფლობელი, რომელმაც რუსეთი 2009 წელს დატოვა და ამჟამად ბრიტანეთში ცხოვრობს. ის დიდი ხანია, რაც აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას.

ეს არ იყო ერთადერთი ფოტო რომელიც გამოიყენეს იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ იულია ნავალნაიასი.

ფოტოზე, რომელიც ვრცელდება ინტერნეტში იულია ნავალნაია თითქოს ეხუტება ევგენი ჩიჩვარკინს, თუმცა ეს არის მანიპულაციის გზით შეცვლილი ფოტო, რადგან ისევ, “რივერს იმიჯის” ინსტრუმენტის გამოყენებით, გამოჩნდა, რომ ეს ფოტო გაყალბებულია, რადგან რეალური ფოტო 2013 წელს არის გადაღებული, მასზე იულია ნავალნაია თავის მეუღლეს ეხუტება, მას შემდეგ, რაც ის გაათავისუფლეს პატიმრობიდან კიდევ ერთი დაკავების შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend