ილიას სამართლის სახლი სკოლის მოსწავლეებს ახალ პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
პროექტის შედეგად ბავშვები და მოზარდები ბულინგთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით საჭირო ცოდნას მიიღებენ და შესაბამის უნარებს გამოიმუშავებენ. პროექტის ფარგლებში პროფესიონალების მხარდაჭერით მოსწავლეები სხვადასხვა კრეატიულ აქტივობაშიც ჩაერთვებიან.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ილიას სამართლის სახლის ხელმძღვანელმა, ელენე სიჭინავამ ისაუბრა.