საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე საქართველოს დროშები დაეშვა.
25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი, საბჭოთა ოკუპაციის დღეა.
103 წლის წინ, 11 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა.
25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ ვლადიმერ ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებს“. თბილისი დაეცა, რასაც მოჰყვა 70-წლიანი ოკუპაცია.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა ათწლეულების შემდეგ, 1989 წლის 9 აპრილს, შეძლო. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წელს გამოცხადდა. ამ დღეს ქვეყანა იხსენებს საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ათიათასობით მსხვერპლს.