კომპანია Google-მა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ მათი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ტექნოლოგიამ Gemini-მ ისტორიული უზუსტობებით დაიწყო ფოტოების გენერირება.
We're already working to address recent issues with Gemini's image generation feature. While we do this, we're going to pause the image generation of people and will re-release an improved version soon. https://t.co/SLxYPGoqOZ
— Google Communications (@Google_Comms) February 22, 2024
მომხმარებელმა შენიშნეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ფერადკანიანად გამოსახავს ადამიანებს მაშინაც, როდესაც ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით ისინი თეთრკანიანები უნდა იყვნენ, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამების გამოსახულება, ვიკინგები და ნაცისტური გერმანიის სამხედროები. გუგლში აცხადებენ, რომ შედეგების დიდი დიაპაზონის შექმნა უნდოდათ, თუმცა ხელოვნურმა ინტელექტმა გადააჭარბა და ასცდა მიზანს.
გარდა ამისა, მომხმარებლები წერდნენ, რომ როდესაც უთითებდნენ კონკრეტულად ეჩვენებინათ “ევროპული ოჯახი”, Gemini პასუხობდა, რომ რასობრივი ნიშნით არ გამოსახავს ადამიანებს, თუმცა მაგალითად მოთხოვნაზე “მაჩვენე აფრიკული ოჯახი”, ხელოვნური ინტელექტი შესაბამის პასუხს სცემდა.
UPDATE: Now Gemini says this when you ask it to depict a European family. Truly, AI is the marvel of our times. https://t.co/tWCK18XE0g pic.twitter.com/mi47d1dGt7
— Sohrab Ahmari (@SohrabAhmari) February 21, 2024
This is not good. #googlegemini pic.twitter.com/LFjKbSSaG2
— LINK IN BIO (@__Link_In_Bio__) February 20, 2024
აღსანიშნავია, რომ მანამდე Google-ის მიმართ არსებობდა პრეტენზიები, რომ მათ მიერ წარმოებული ხელოვნური ინტელექტი არასწორად მუშაობს,როდესაც საქმე შეეხება უმცირესობებს, რის გამოც კომპანიაში Gemini-ის სისტემის განახლება დაიწყეს.
ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფოტოების გენერაციას ცდილობს, ქცევას სწავლობს მასობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, რათა ყველაზე ზუსტად გამოსახოს ის, რასაც მომხმარებელი სთხოვს.
სწორედ ამის გამო ხელოვნური ინტელექტი მიდრეკილია იმისაკენ, რომ პასუხი იყოს სტერეოტიპული. მაგალითად “ვოშინგტონ პოსტის” მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით, მოთხოვნაზე ” მაჩვენე პროდუქტიული ადამიანი”, ხელოვნურ ინტელექტი აჩვენებდა ახალგაზრდა თეთრკანიან მამაკაცს, ხოლო მოთხოვნაზე “სოციალური დახმარების მქონე ადამიანი” ხელოვნურ ინტელექტი აჩვენებდა სხვა რასის წარმომადგენელ კაცებს და ქალებს.