მთავარიევროპაუკრაინარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყაზანში ერთ-ერთ საავიაციო ქარხანას ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყაზანში ერთ-ერთ საავიაციო ქარხანას ეწვია

როგორც თავად ვლადიმერ პუტინი უწოდებს, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ იგი ყაზანში ერთ-ერთ საავიაციო ქარხანას ეწვია და ახლად აგებული ტუ-160 ბომბდამშენი დაათვალიერა.

უკრაინაში ინტერვენციის დასაწყისში  რუსეთი შესაძლოა არასაკმარისად იყო მომზადებული,  თუმცა ახლა ვლადიმერ პუტინი ყოველმხრივაა ჩართული შეიარაღებული ძალების აღჭურვის საკითხებში. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მიმდინარე წელს მთავრობის დანახარჯების მესამედი მხოლოდ არმიას მოხმარდება.

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეცამეტე ბრიგადა კი ლუჰანსკში ფრონტის ხაზზე იმყოფება. როგორც ისინი ამბობენ, რუსები, რომელთაც შეიარაღების მხრივ დიდი უპირატესობა აქვთ, დაუნდობლად და უწყვეტად ბომბავენ რეგიონს.

უკრაინული შენაერთისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხედრო მარაგი,  მათ შორის მედიკამენტები, აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და საარტილერიო ჭურვები. ამავდროულად, უკრაინაში ჯერ კიდევ ელოდებიან შეერთებული შტატების დახმარებას, რომელიც კონგრესის მიზეზით ამ დრომდე შეჩერებულია.

გაეროს უახლესი ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინის ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველსაყოფად მოთხოვნილი თანხის მხოლოდ 10 პროცენტია მობილიზებული. გაეროში აცხადებენ, რომ სახსრების დეფიციტის გამო ფრონტის ხაზზე მყოფ ადამიანებს საჭირო დახმარებით  ვერ უზრუნველყოფენ. გაეროს მიერ უკრაინისთვის მოთხოვნილი თანხა 3,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend