თითქმის ზუსტად ორი წლის წინ, როდესაც რუსეთის ჯარმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, გაწვევის პუნქტებთან რიგი იდგა. თუმცა დღეს, როდესაც უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეოთხედი რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშაა, ბევრი უკრაინელი მამაკაცი ჯარში გაწვევას ერიდება.
ორი წლის შემდეგ ფრონტის ხაზებზე მყოფი ჯარისკაცები ამბობენ, რომ დასვენება სჭირდებათ.
“მზად ვარ ვიბრძოლო, რამდენიც საჭიროა. მაგრამ მეტი მობილიზაციაა აუცილებელი. ახლა მტერს ძლივს ვაკავებთ. უკრაინის გათავისუფლება წინაა, უნდა დავიბრუნოთ ყირიმი და დონბასი რათა 1991 წლის საზღვრები აღვიდგინოთ. ეს ამბიციური მიზანია და სამწუხაროდ, დამატებითი მობილიზაციის, ჩვენი ძმების გარეშე, ამას ვერ შევძლებთ”, – ამბობს იური, უკრაინელი ჯარისკაცი.
რუსეთის მოსახლეობა უკრაინისაზე სამჯერ დიდია. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი არაერთხელ აჩვენა, რომ მოხალისეების ნაკლებობის შემთხვევაში მზადაა საკუთარ მოსახლეობას ბრძოლაში ჩართვა აიძულოს, ბრძოლის ველზე გაიწვიოს პატიმრები ან ყველა, ვინც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
ამ ყველაფრის ფონზე უკრაინის პარლამენტი განიხილავს კანონს, რომელმაც შესაძლოა ახალწვეულების რიცხვი 400 000-ით გაზარდოს. ეს მატება ნაწილობრივ ჯარში გაწვევის ზღვრული ასაკის 27-იდან 25 წლამდე დაწევით აიხსნება. თუმცა წინადადებას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
“ზუსტად ვიცით, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ბევრ ადამიანს გაიწვევენ ბრძოლის ველზე… ბევრი ოჯახის წევრსაც დაკარგავს. ეს დაზუსტებით ვიცით. ჩვენ გვჭირდება, შეიარაღებულმა ძალებმა გვითხრან, შეძლებენ თუ არა მომავალ ზამთრამდე დამატებითი ტერიტორიების გათავისუფლებას”, – ამბობს ვადიმ ივჩენკო, უკრაინის ,,ვერხოვნა რადას” წევრი.
“ვღელავ ქვეყანაზე. ვღელავ სარაკეტო თავდასხმებზე, რომლებიც რუსეთის ტერორისტული ფედერაციიდან მომდინარეობს. მინდა, რომ ომი დასრულდეს. როგორც ირკვევა, ომის დასასრულებლად ბრძოლაში თავად უნდა მიიღო მონაწილეობა, სხვანაირად არ გამოდის. ომი უჩვენოდ ვერ დასრულდება. ადამიანებია საჭირო”, – ამბობს პავლო პეტოიაკოვი, მოხალისე კიევიდან.
იმის გამო, რომ უკრაინის ჯარში ახალწვეულების არასაკმარისი რაოდენობაა, ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები როტაციებს შორის დასვენებას ვერ ასწრებენ და 2-წლიანი ბრძოლის შემდეგ ჭრილობების მოშუშებაც უჭირთ.
Our Ukrainian production of drones, shells, and equipment literally produces our freedom, the freedom of Ukrainians, and Ukraine. Because, in the face of a full-scale war, strength is the foundation of freedom.
I am grateful to everyone who is developing unmanned systems, making… pic.twitter.com/xcYRk8KO2w
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 21, 2024
თუმცა ჯარისკაცების ნაკლებობა არ არის უკრაინის წინაშე არსებული ერთადერთი გამოწვევა. ქვეყანა ასევე დაუყოვნებლივ საჭიროებს დასავლეთისგან სამხედრო დახმარებას, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იკლებს.