პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი და პირველი სამედიცინო სასწავლებელი თბილისში საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებენ.
ამ პროექტის სახელწოდებაა „სტუდენტებისა და მოწყვლადი ჯგუფის ქალების ცნობიერების გაზრდა, ჯანდაცვის პრიორიტეტული სფეროს მიმართულებით“.
პროექტის დეტალებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის დირექტორმა, ნინო თოდუამ და პირველი სამედიცინო სასწავლებლის დირექტორის მოადგილემ, ანა ჯავახიშვილმა ისაუბრეს.