მთავარიამერიკააშშფლორიდის სანაპიროზე ქვიშის ორმოში ჩავარდნილი გოგონა დაიღუპა

ფლორიდის სანაპიროზე ქვიშის ორმოში ჩავარდნილი გოგონა დაიღუპა

ფლორიდაში, ფორტ ლოდერდეილის სანაპიროზე, მოხდა უცნაური შემთხვევა, რომელიც ტრაგედიით დასრულდა. ოკეანის სანაპიროზე მყოფი პატარა გოგონა ძმასთან ერთად ქვიშას თხრიდა, როდესაც ეს მონაკვეთი ჩამოიშალა და ბავშვები ახალგაჩენილ ორმოში მოიყოლა. მშობლებმა და გარშემომყოფებმა დაგვიანებით შეამჩნიეს ბავშვების გაუჩინარება. პატარა ძმამ ქვიშიდან ამოძრომა შეძლო. 20-ამდე მოქალაქემ გოგონას გადარჩენა სცადა, თუმცა უშედეგოდ. თვითმხილველი და სამაშველო ოპერაციაში ჩართული მოქალაქეები ამბობენ, რომ შემზარავი სურათის მოწმეები გახდნენ.

ფლორიდის პლაჟზე მომხდარ შემთხვევას ადგილობრივი სამართალდამცველები იძიებენ, 20 თებერვალი, 2024 წელი Copyright Mike Stocker/South Florida Sun-Sentinel via AP

„სანაპიროზე ვისხედით. ვხედავდით, რომ ეს ბავშვები ქვიშაში თამაშობდნენ, ნიჟარებს მარხავდნენ და შემდეგ თხრიდნენ. მოულოდნელად ყვირილის ხმა გავიგეთ. აღმოჩნდა, რომ ბავშვები ორმოში ჩავარდნენ“,- ამბობს სანაპიროს დამსვენებელი სტეფანი.

სამაშველო სამუშაოებში ჩართული მოქალაქეები ამბობენ, რომ არავის ეგონა, თუ გოგონა ბიჭის ქვემოთ იქნებოდა. ეს მაშინ გიგეს, როდესაც ბიჭი გამოფხიზლდა და თავისი და მოიკითხა. ამიტომ გოგონას სამძებრო სამუშაოები გვიან დაიწყო.

„როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედი, ბიჭი თითქმის ქვიშაში იყო ჩამარხული ყელამდე. თუმცა სუნთქავდა. შეშინებული იყო და ყვიროდა. ვერ ვიფიქრებდით, რომ მის ქვემოთ კიდევ ერთი ბავშვი იქნებოდა. ვცდილობდით სწრაფად გაგვეთხარა, რომ გოგონაც გადაგვერჩინა. ქვემოთ საკმაოდ ღრმა ორმო იყო, ქვიშაში ხელებით თხრა კი დამეთანხმებით ძალიან რთულია. არც მაშველები იყვნენ ირგვლივ და არც არავითარი ტექნიკა გვქონდა. ძალიან სამწუხაროა, რომ გოგონა ვერ გადავარჩინეთ“,- აცხადებს კიდევ ერთი დამსვენებელი დევიდ დევისი.

ფორტ ლოდერდეილის ამ სანაპირო ანკლავს მაშველები არ ჰყავს. შესაბამისად, სანაპიროზე ადამიანები პროფესიონალი დამკვირვებლების ქვეშ არ არიან. ამ შემთხვევის შემდეგ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადგილობრივი დეპარტამენტის უფროსმა სანდრა კინგმა განაცხადა, რომ სანაპიროს ამ მონაკვეთზე მაშველების შეყვანას განიხილავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend