GALT&TAGGART-ი რეგიონებში საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ კვლევას აქვეყნებს. დეველოპერების გამოკითხვა 2024 წლის იანვარში ჩატარდა და მისი მიზანი იყო პირველად ბაზარზე უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა. კვლევა მოიცავს ბათუმის, გუდაურისა და ბაკურიანის უძრავი ქონების შესახებ მონაცემებს.
დოკუმენტის თანახმად სამივე რეგიონის შემთხვევაში 2023 წელს გაყიდული ბინების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით შემცირდა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ზუკა თავყელიშვილმა ისაუბრა.