მთავარიამერიკააშშტრამპი საკუთარ თავს კვლავ ალექსეი ნავალნის ადარებს ‌

ტრამპი საკუთარ თავს კვლავ ალექსეი ნავალნის ადარებს ‌

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ თავს კვლავ ალექსეი ნავალნის ადარებს. “ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ რაც მოხდა, საშინელებაა, თუმცა დასძინა, რომ იგივე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამის დასტურად მოიყვანა ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც მის წინააღმდეგაა აღძრული.

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი “ფოქს ნიუსის” სტუდიაში, 20 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/Chris Carlson

„ოთხჯერ წამიყენეს ბრალი და ეს იმიტომ, რომ პოლიტიკაში ვარ… ეს იგივე ფორმაა, ეს კომუნიზმია, ფაშიზმია“, – განაცხადა ტრამპმა “ფოქს ნიუსთან” საუბრისას.

დონალდ ტრამპს ალექსეი ნავალნიზე საუბრისას არც ახლა უხსენებია ვლადიმერ პუტინი.

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას დონალდ ტრამპი პირველად ორშაბათს გამოეხმაურა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან მესამე დღეს.

„მისმა უეცარმა გარდაცვალებამ მეტად ცხადი გახადა ის, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში“,-დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend