მთავარიევროპაგერმანიასკორსეზეს ,,ოქროს დათვი''

სკორსეზეს ,,ოქროს დათვი”

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მაყურებელს მარტინ სკორსეზეს ხილვის საშუალება მიეცა. ის საკუთარი ფილმის ,,განდგომილები’’ ჩვენებას დაესწრო.

ფილმის ჩვენება სპეციალურად სკორსეზეს მიეძღვნა, რადგან მან კინემატოგრაფიული საქმიანობისთვის ბერლინალეს ჯილდო ,,ოქროს დათვი’’ დაიმსახურა.

სკორსეზემ თავის ახალ ფილმსა და გასული წლების განმავლობაში აღებულ ოსკარის ნომინაციებზე ისაუბრა. მისი შექმნილია: ,,ტაქსის მძღოლი’’, ,,კაზინო’’, ,,ავიატორი’’ ,,დიდებული ბიჭები’’ და ა.შ.

,,როცა ფილმ ,,განდგომილებისთვის’’ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ოსკარი ავიღე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ოსკარზე 10-ჯერ ვართ ნომინირებული, მაგრამ მხოლოდ ამ ფილმისთვის მივიღე ეს პრიზი. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ოსკარს ვერ ვიგებდი, მე ჩემი საქმე მიყვარს და მას ყოველთვის ისეთივე ენთუზიაზმითა და სიყვარულით ვაკეთებ, როგორც ადრე”,-ამბობს მარტინ სკორსეზე.

81 წლის ამერიკელი რეჟისორის უახლესი ნამუშევარი ,,ყვავილის მთვარის მკვლელები’’ წლევანდელი ოსკარის ნომინაციაზეა წარდგენილი.

“კომპანია ,,ეფლმა’’ საოცარი შრომა გაიღო იმისთვის, რომ ,,ყვავილის მთვარის მკვლელები’’ კარგი ნამუშევარი გამოსულიყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შრომა დაფასდება”,-ამბობს რეჟისორი მარტინ სკორსეზე.

მოგვიანებით, ამ საღამოზე, ამერიკელ რეჟისორს შერონ სტოუნიც შეუერთდა, რომელმაც სკორსეზეს 1995 წელს გადაღებულ ლეგენდარულ ფილმ ,,კაზინოში’’ ითამაშა.

,,მარტინის გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ ის ბევრად მაგარი რეჟისორი ყოფილა, ვიდრე მე წარმომედგინა. თავიდან არც ის ვიცოდი, თუ როგორი პიროვნება იყო, თუმცა მისი პირადად გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ საოცარი ადამიანი და ასევე თავისი საქმის უბადლო პროფესიონალია. ის არის რეჟისორი, რომელიც არასდროს ჩამორჩენია დროს’’, – ამბობს მსახიობი შერონ სტოუნი.

მარტინ სკორსეზეს თქმით, მისი მიდგომა კინემატოგრაფიისადმი ჯერ კიდევ ვითარდება, კინოინდუსტრიამ უნდა გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები, რათა დროს აუწყოს ფეხი.

სკორსეზე ამბობს, რომ მას უყვარს თავისი ტექნიკის დახვეწა და ექსპერიმენტები ყოველ ახალ ფილმში. ეს არის მიდგომა, რომელიც მას კარიერის პირველივე წლებიდან ჰქონდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend