მთავარიგადაცემებითვითმხილველირამდენად შეუძლია გერმანიას იყოს ნეიტრალური ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით?

რამდენად შეუძლია გერმანიას იყოს ნეიტრალური ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით?

ისრაელ-ჰამაისის კონფლიქტის შემდეგ გერმანიაში ანტისემიტური და ისლამოფობიური განწყობა მომძლავრდა

ღაზაში მიმდინარე ომის გამო გერმანია ორად გაიყო, საზოგადოებაში კი მოიმატა გერმანელი ებრაელების და გერმანიაში მცხოვრების არაბების მიმართ სიძულვილმა და მათ წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულმა. როგორ ახერხებს გერმანიის ხელისუფლება ამასთან გამკლავებას?„ევრონიუსის“ კორესპონდენტი მონიკა პინა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გერმანიაში ჩავიდა.

ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის შედეგი ევროპის სხვა ქვეყნებზე მეტად გერმანიაზე აისახა. სწორედ აქ, ევროპაში, ერთ-ერთი ყველაზე დიდ პალესტინურ თემს ჰოლოკოსტის ნაკვალევთან უწევს გამკლავება. იმატებს ანტისემიტიზმი და ისლამოფობია, რის შედეგადაც მრავალი კითხვა ჩნდება: რამდენად გაიზარდა ომის შედეგად გერმანელ ებრაელებსა და მუსლიმანებს შორის განხეთქილება? და რამდენად არის ამის მიზეზი რელიგია? რამდენად თანასწორია ებრაელებისა და არაბების მიმართ გატარებული პოლიტიკური კურსი?

გერმანიაში მოქმედი „ანტისემიტიზმის კვლევისა და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვების დეპარტამენტის“ მიხედვით, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ 300 პროცენტით გაიზარდა ანტისემიტურმა მუქარების რიცხვი.

2023 წლის 18 ოქტომბერს, ღაზაში ომის დაწყებიდან 10 დღის თავზე მოლოტოვის ორი კოქტეილი ესროლეს ბერლინში მდებარე სინაგოგას. არავინ დაშავებულა, მაგრამ ებრაული თემი თავს მშვიდად აღარ გრძნობს.

იტა, ებრაული თემის KAHAL ADASS JISROEL-ის წევრი და ხუთი შვილის დედა ამბობს, რომ „ჩვენ თანაგრძნობა არ გვჭირდება, ჩვენ უსაფრთხოების ზომების მიღება გვინდა“.

თუმცა მუსლიმანთა თემშიც გამოითქვა შეშფოთება მტრული დამოკიდებულების ზრდის გამო.  მუსლიმანთა რიგით მეორე ყველაზე დიდი რაოდენობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გერმანიაში ცხოვრობს. მეჩეთებს დაემუქრნენ და იქ ვანდალური ქმედებებიც იყო. მუსლიმანთა თემის ლიდერები ეჭვობენ, რომ ძალადობის მრავალი შემთხვევის შესახებ გაჩუმება ამჯობინეს.

ჯიან ომარი – წარმოშობით სირიელი ქურთი – ბერლინის სამხარეო პარლამენტის წევრია. იგი ამბობს, რომ მისი ეთნიკური ფესვების გამო იგი თავდასხმების სამიზნეა და საფრთხე 7 ოქტომბრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

ჯიან ომარი, ბერლინის სამხარეო პარლამენტის წევრი:

“აქ არიან მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც მუსლიმანების წინააღმდეგ მოქმედებენ და ზოგადად მიგრაციას ეწინააღმდეგებიან. ზოგიერთ მსხვერპლს ისეთი განცდა აქვს, რომ მუსლიმანებზე თავდასხმებს ხშირად საზოგადოება ყურს უყრუებს. არაბული თემის ნაწილი არ ენდობა სახელმწიფოს“.

პალესტინელების მხარდამჭერი აქციები აიკრძალა ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. მუსლიმანურმა ქვეყნებმა გერმანიას პალესტინელების მხარდამჭერთა ხმის ჩახშობაში დასდეს ბრალი. აქტივისტები ამბობენ, რომ დღეს სიტყვის თავისუფლება ისევ სასწორზეა.

“ჩვენ დისკრიმინაციას განვიცდიდით გერმანიის მთავრობის მხრიდან, პოლიცია კრიმინალებად გვნათლავდა“, – თქვა აქციაზე გამოსულმა ერთ-ერთმა პალესტინელმა აქტივისტმა.

გერმანიის ისრაელის მიმართ მხარდაჭერა აშკარაა, ისევე, როგორც ევროპის უმეტესი ქვეყნებისა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „მოცემულ მომენტში გერმანიის ადგილი მხოლოდ ისრაელის გვერდითაა. გერმანიის ისტორია და მისი პასუხისმგებლობა ჰოლოკოსტზე გვავალდებულებს, რომ უსაფრთხოებასა და ისრაელის არსებობას დავუჭიროთ მხარი“.

მაგრამ ზოგიერთი გერმანელი პოლიტიკოსის განცხადებამ დაპირისპირება გამოიწვია. ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის CDU-ის ხელმძღვანელს ღაზიდან ჩამოსული ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “გერმანია ვეღარ მიიღებს მეტ ლტოლვილს. ამ ქვეყანაში უკვე საკმარისად არიან ანტისემიტურად განწყობილი მამაკაცები“. გასული წლის დეკემბერში კი  კონსერვატიულ საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მხარეში მიიღეს დეკრეტი, რომელიც გერმანიის მოქალაქეობის მიღების მსურველებს ავალდებულებს,  აღიარონ ისრაელის არსებობის უფლება.

თუმცა ბერლინის ეკონომიკისა და იურისპრუდენციის სკოლის საჯარო სამართლის პროფესორმა ტარიკ აბარამ „ევრონიუსს“ განუმარტა, რომ „საქსონია-ანჰალტში მიღებული წესი რომ დამტკიცდეს, საჭიროა პარლამენტმა მიიღოს ცვლილება. ჩვენ მოქალაქეობის მიღების ერთი წესი გვაქვს და ის ყველა ფედერალურ მხარეში ერთნაირი უნდა იყოს. მხოლოდ ერთი მოქალაქეობა გვაქვს – ფედერალური მოქალაქეობა“.

ბერლინში დაფუძნებულ კულტურულ ცენტრ Oyoun-ში კი ხელოვანები და აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებმა მათ წრეს დაფინანსება მოუხსნა მათი ისრაელის მიმართ დამოკიდებულების გამო, რადგან აქტივისტებმა უარი თქვეს იმ ღონისძიების გაუქმებაზე, რომელიც ქალაქმა არ მოიწონა.

2023 წლის ნოემბრის დასაწყისში ბერლინმა დაამტკიცა 300 მილიონი ევროს ღირებულების თავდაცვის იარაღის ისრაელისთვის გადაცემა, რაც ათჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს.

ავტორი : მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend