ჩილეში, ევროპულ ობსერვატორიაში, სადაც იყენებენ ტელესკოპს, სახელად „ძალიან დიდი ტელესკოპი“ (VLT) ყველაზე კაშკაშა კოსმოსური ობიექტი, რაც მეცნიერებს ოდესმე უპოვიათ.
როგორც სამეცნიერო ჟურნალში Nature astronomy-ში ვკითხულობთ, ეს ობიექტი არის კვაზარი, ანუ ახალშობილი გალაქტიკის აქტიური ბირთვი, რომლის ცენტრში არის მასიური შავი ხვრელი. ეს შავი ხვრელი მეცნიერების ცნობით, ყოველდღიურად შთანთქავს მატერიას, რომელიც 17 მილიარდი მზის წონისაა.
მეცნიერების თქმით, ანათებს არა კონკრეტულად თვითონ შავი ხვრელი, არამედ მის ირგვლივ არსებული ე.წ. აკრეციული დისკი, ანუ მტვრისა და აირის მასა, რომელიც ჭამის, ანუ მატერიების შთანთქმის პროცესში იქმნება. მეცნიერების თქმით, რეალურად ეს კვაზარი დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, თუმცა მისი რეალური მასშტაბები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
ასტრონომთა გუნდის ხელმძღვანელი კრისტიან ვულფი აღნიშნავს, ეს ობიექტი ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ მასთან ასოცირებული სინათლის აქამდე მოღწევას 12 მილიარდი წელი სჭირდება.
Quasar J0529-4351 may be the most luminous and fastest growing quasar discovered so far and is estimated to be powered by a 17–19 billion solar mass black hole growing at the rate of one Sun per day, reports a study published in @NatureAstronomy. 🔒 https://t.co/7WBr42ZYPZ pic.twitter.com/q5aJDave4K
— Nature Portfolio (@NaturePortfolio) February 20, 2024