მთავარისაქართველოფინანსთა მინისტრის ანგარიში პარლამენტში

ფინანსთა მინისტრის ანგარიში პარლამენტში

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს. „მინისტრის საათის“ ფორმატში მან გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის მაჩვენებლებისა და მონეტარული პოლიტიკის შემცირებაზე, ექსპორტისა და იმპორტის ზრდაზე, ბიუჯეტის შემოსულობებსა და ეკონომიკური დანაშაულების პარამეტრებზე.

„საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ, ან/და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, სამი წარმატებული წლის შემდეგ სრულად აღმოიფხვრა პანდემიით გამოწვეული ჩამორჩენა და ეკონომიკა დაუბრუნდა იმ ტრენდს, რომელიც პანდემიის არარსებობის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონე მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45 პროცენტამდე იქნება. საქართველოში 2023 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ბოლო 8 თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება. არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მომავალშიც მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ მინისტრს შეკითხვები დაუსვეს დეპუტატებმა. ოპოზიციის კითხვები ძირითადად მაღალ ტარიფებს, უმუშევრობას, სკოლებში ბავშვთა კვების პრობლემას, რუსეთში საქართველოდან საეჭვო ავტოგადაზიდვებსა და სხვა არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. მმართველი პარტიის დეპუტატები კი მინისტრს ძირითადად მადლობებს უხდიდნენ გაწეული საქმიანობისთვის და მათი შეკითხვები საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სოციალური პროგრამის მიმდინარეობას უკავშირდებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend