დიდ ბრიტანეთში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ბავშვთა პორნოგრაფია სულ უფრო ხშირად ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ.
ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის “Lucy the Faithful”-ის კვლევაში ნათქვამია, რომ საზოგადოების 70%-მა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ხელოვნურ ინტელექტს ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნისთვისაც იყენებენ.
ციფრული მონიტორინგის კომპანია Internet Watch Foundation-მა ამ თემასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად ბავშვთა პორნოგრაფიის 11, 000 სურათი აღმოაჩინეს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.