იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იაპონია მიზნად ისახავს, უკრაინის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით წაახალისოს საერთაშორისო საზოგადოება, რადგან, როგორც ზოგიერთი ანალიტიკოსი მიუთითებს, დასავლელი დონორები უწინდებურად აღარ აქტიურობენ.
ტოკიოში უკრაინის რეკონსტრუქციის თემაზე მიძღვნილ კონფერენციაზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინდუსტრიებში ინვესტიციების ჩადების მნიშვნელობაზე, რაც აუცილებელია უკრაინის განვითარებისთვის.
Productive meeting with the Japanese Finance Minister Shunichi Suzuki. I thanked him for the 4.5 billion dollar aid package and the continuation of financial support in 2024. Japan will continue to provide comprehensive support to #Ukraine and initiate the tightening of sanctions… pic.twitter.com/WyJPDlpYoC
— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) February 19, 2024
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ დასაწყისს ჩაეყარა საფუძველი.
უკრაინისა და იაპონიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს 50-ზე მეტ შეთანხმებას, რომლებიც მოიცავს 16 მილიარდი იენისა და 97 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას. დამტკიცებული ქვეყნის რეკონსტრუქციას, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორების განვითარებას მოხმარდება.