გიდების საქმიანობა

ქართველი გიდები ითხოვენ მათი პროფესიული საქმიანობა კანონმდებლობით დარეგულირდეს

ქართველი გიდები ითხოვენ, რომ მათი პროფესიული საქმიანობა კანონმდებლობით დარეგულირდეს. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში, ტურიზმის სფეროში ყველაზე დიდი პრობლემა გიდებად უცხო ქვეყნების მოქალაქეების არალეგალური მუშაობაა.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დაჩქარებული წესით დაამატოს ტურიზმის კანონპროექტს ქვემდებარე აქტები, სადაც გაწერილი იქნება ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების ვალდებულებები. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი თეთრაძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend