ევროპის პოლიტიკურ არენაზე პოლიტიკური თამაშები უკვე დაიწყო. რბოლის დასარულიც ახლოსაა, მალე ევროპამ ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს.
Vote in the European elections on 6-9 June. 🇪🇺
Sign up for a reminder to vote and learn how to vote in your country → https://t.co/lcrwhJYoGK#UseYourVote pic.twitter.com/zEm5p3Kxc5
— European Parliament (@Europarl_EN) January 29, 2024
წინასაარჩევნო კამპანიასა და წინასწარ პროგნოზებს ყურადღებით აკვირდებიან ევროპელი პოლიტიკოსები. ეს პროგნოზები კი ზოგისთვის არც თუ ისე სახარბიელოა, რადგან დიდი ალბათობით ახალ პარლამენტში მემარჯვენე დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება.
დღევანდელი გათვლით კონსერვატორებმა და რეფორმისტებმა შეიძლება დაიკავონ 18 მანდატი, ხოლო „იდენტობამ და დემოკრატიამ“, რომელიც შედგება რადიკალური მემარჯვენე პარტიებისგან, შესაძლოა, მიიღოს დამატებით 40 ადგილი ევროპარლამენტში.
„გამოკითხვების თანახმად, ევროპელების სამი ძირითადი პრობლემა აწუხებთ ყველაზე მეტად. ესენია: მსყიდველობითი უნარი, უსაფრთხოება და მიგრაცია. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ვაწყდებით ევროკავშირში. ევროკავშირი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის შეიქმნა, კერძოდ, კი იმისთვის, რომ მიგრაციული ტალღებისგან, უმუშევრობისგან, გლობალიზაციისგან ვყოფილიყავით დაცულები და ასევე იმ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ევროპელი ხალხის ინტერესებს. დღეს ყველაფერი პირიქითაა…“- ამბობს ჟან-ლინ ლაკაპელი, „იდენტობისა და დემოკრატიის ჯგუფის” წევრი.
გამოკითხვების შედეგები ამბობენ, რომ ახალ პარლამენტში „მწვანეებმა“ და „ლიბერალებმა“ შესაძლოა, მიიღონ 10 ან 15 მანდატით ნაკლები. პროგნოზირებენ, რომ მანდატებს დაკარგავენ ისეთი მსხვილი ჯგუფები, როგორებიცაა ევროპული სახალხო პარტია, ასევე სოციალისტები და დემოკრატები. მემარცხენეებმა კი შესაძლოა, მოიპოვონ დაახლოებით 6 მანდატი.
„უკიდურესი მემარჯვენეები უკვე ევროპაში არიან. ისინი ბევრგან ჩანან. თუ შეხედავთ კომისარ შინასის პორტფოლიოს, რომელიც კურირებს „ევროპული ცხოვრების წესს“, დაინახავთ, რომ ქალბატონ ლე პენს ის ძალიან მოსწონს. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია ამით დავასკვნათ, რომ ულტრამემარჯვენე პარტიების რიცხვი იზრდება და ხუთი წლის განმავლობაში მათმა ნარატივებმა ჩამოაყალიბა დღის წესრიგი. მოდით, არ ვითამაშოთ და პირდაპირ ღიად ვისაუბროთ ამაზე“,- ამბობს „მემარცხენეთა ჯგუფის” წევრი კოსტას არვანიტისი.
🇫🇷Quelle surprise! Former #Frontex director is a fascist.@FabriceLeggeri announced that he will run for Marine Le Pen’s @RNational_off in the European elections.
The disgraced boss was forced to step down in 2022 after his role in covering up serious human rights abuses. pic.twitter.com/9Ndo500CJY
— The Left in the European Parliament (@Left_EU) February 19, 2024
არის განსხვავებული პროგნოზებიც და შეხსენება იმისა, რომ ევროპული არჩევნები რთულია და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პარტიები გაერთიანდებიან.
„მე ვიტყოდი, რომ მემარჯვენეები დამატებით 20 მანდატს მიიღებენ. როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ევროპარლამენტის მუშაობაზე, დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე, თუ რამდენ მანდატს მოიპოვებენ სხვა პარტიები, იქნებიან თუ არა ევროპის სახალხო პარტია, სოციალისტ-დემოკრატები და ლიბერალები საკმარისად წარმოდგენილნი. თუ ასე მოხდა, მათ ექნებათ გარკვეული პოტენციალი“,- ამბობს ჟიგა ფაქტორი, “ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის” წევრი.
ახლა ევროპარლამენტში 705 დეპუტატია. შემდეგ მოწვევაზე პარლამენტს კიდევ 15 მანდატი დაემატება. ამჟამად ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი ევროპის სახალხო პარტიაა, მას მოჰყვებიან სოციალისტ-დემოკრატები და ლიბერალები. მომდევნო მე-4 ადგილი კი მემარცხენე და მემარჯვენე ჯგუფებს უჭირავთ. ის თუ რომელი პოლიტიკური დაჯგუფების წევრები შეავსებენ დარჩენილ ადგილებს, ცნობილი გახდება 6-იდან 9 ივნისამდე, ევროპული არჩევნების შემდეგ.