მთავარიკუბიანტიუკრაინული დეზინფორმაცია AI-ის გამოყენებით

ანტიუკრაინული დეზინფორმაცია AI-ის გამოყენებით

ხელოვნური ინტელექტით (AI) დამზადებული ვიდეოს თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმას გეგმავდა უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თუმცა მას ხელი შეუშალა ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, რომელმაც გადასცა ეს ინფორმაცია ფრანგებს.

ვიდეო ძირითადად გავრცელდა სოციალური ქსელის დასავლურ სეგმენტში, რომელიც ნახეს ფრანგულ, გერმანულ, იტალიურმა და ინგლისურენოვანმა მომხმარებლებმა. ვიდეო აქტიურად ვრცელდებოდა რუსულ ტელგრამარხებსა და მედიაში. მათ შორის არის რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილე დიმიტრი მედვედევი, რომელიც წერს, რომ ამის გამო გადადო მაკრონმა თავისი ვიზიტი კიევში, თუმცა მედვედევის ამ პოსტს მოჰყვება პლატფორმა X-ის ჩანაწერი, სადაც ვკითხულობთ, რომ ინფორმაცია რომელსაც ეყრდნობა მედვედევი არის Deepfake.

გარდა იმისა რომ თვითონ France 24 უარყოფს არსებობას, ვიდეოს დეტალებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ის ხელოვნურია – პირველი თვალშისაცემი დეტალი არის პირის არაბუნებრივი მოძრაობა, რომელიც არ ემთხვევა ხმას. ამას ემატება ის, რომ რუსი პროპაგანდისტების გავრცელებული ვიდეო დაბალი ხარისხისაცაა.

მომხმარებლებმა ასევე შენიშნეს, რომ წამყვანის ხმაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილის შთაბეჭდილებას ახდენს და ეს გამართლდა კიდეც, რადგან პლატფორმა aiornot, რომელიც ამოწმებს არის თუ არა ვიდეო ნეიროქსელით შემქნილი, აღნიშნავს, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი დამუშავებული ვიდეო იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend