მოსკოვში იზრდება უკმაყოფილება იმ სახელმწიფო უწყებების მიმართ, რომლებიც უარს ამბობენ კრემლის ოპონენტის ცხედრის გამოჩენაზე. ალექსეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია, ქმრის სიკვდილში საჯაროდ ადანაშაულებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ამბობს, რომ კრემლის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ამაზრზენი ბრალდებაა და ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
— Yulia Navalnaya (@yulia_navalnaya) February 20, 2024
მიუხედავად იმისა, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ცნობები ხუთი დღის წინ გავრცელდა, მისი ცხედარი ოჯახს ჯერ ისევ არ უნახავს. ცხედრის სანახავად არ შეუშვეს მისი დედა, ლიუდმილა ნავალნაია, რომელიც არქტიკაში მდებარე კოლონიაში ჩავიდა. ნავალნის პრესსპიკერის კირა იარმიშის თქმით, საგამოძიებო კომიტეტმა ლიუდმილა ნავალნაიას უთხრა, რომ მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერ ისევ უცნობია და გამოძიების პროცესი გრძელდება.
ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაში მსოფლიო ლიდერები ბრალს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სდებენ.