მთავარიკუბიტექნოლოგიური კომპანიები შეცდომაში შემყვანი AI-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

ტექნოლოგიური კომპანიები შეცდომაში შემყვანი AI-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში არჩევნებია დაგეგმილი, ამის ფონზე კი ტექნოლოგიური კომპანიის ლიდერები, კანონმდებლები და უფლებადამცველები სულ უფრო მეტად ღელავენ იმის თაობაზე, რომ  ხელოვნურ ინტელექტი შეძლებს ქაოსი გამოიწვიოს ამომრჩევლებს შორის.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად შეებრძოლონ ისეთ ხელოვნურ ინტელექტს, რომლის მიზანია შეიყვანოს მოქალაქე შეცდომაში.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეთანხმებაზე ხელი აქვს მოწერილი 20 კომპანიას, რომლებიც ქმნიან ან იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას.

ოფიციალურ განცხადებაში ისინი ამბობენ, რომ იმუშავებენ შეთანხმებით, რათა აღმოაჩინონ და შეეწინააღმდეგონ მავნებელ კონტენტს არჩევნების დროს, მათ შორისაა პოლიტიკური კანდიდატების ე.წ. დიპფეიკები.

წარმოდგენილი შეთანხმების მიხედვით, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სფეროში და ასევე დაიცავენ გამჭვირვალობას საზოგადოებასთან, პოტენციური მავნე AI კონტენტის მიმართ.

“ხელოვნურ ინტელექტს არ შეუქმნია არჩევნების დროს ფალსიფიცირების პროცესი, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ იმის გარანტი, რომ ხელოვნურ ინტელექტით არ მოხდება გაყალბების აღზევება“, – ასეთი კომენტარი გააკეთა მაიკროსოფტის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend