ორგანიზაციამ „გადაარჩინე ბავშვები“ გამოაქვეყნა უახლესი ანგარიში, რომლის მიხედვით, გასულ წელს 10 მილიონზე მეტ ბავშვს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება.
ეს ნიშნავს იმას, რომ გლობალურად იძულებით გადაადგილებული ბავშვების რაოდენობა 50 მილიონამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, რადგან 2010 წლიდან მოყოლებული მათი რაოდენობა გაორმაგებულია.
The number of children living in conflict has doubled since 1990.
Today 468 million children are living in conflict zones.
That is 1 in 5 children⚠️
This trend can't continue. All children deserve to feel safe and protected.#StopTheWarOnChildren pic.twitter.com/fRZVGIlbxG
— Save the Children International (@save_children) February 17, 2024
გასულ წელს ყოველდღიურად 29 000 ბავშვი ხდებოდა დევნილი საკუთარ ქვეყანაში ან სხვა ქვეყანაში უხდებოდა გადასვლა. ყველაზე მეტად ბავშვები სომალისა და სუდანში დაზარალდნენ.
ორგანიზაციის სპიკერის თქმით, დევნილად ქცეული ბავშვები, რომლებმაც ყველაფერი დატოვეს, შეესწრნენ ისეთ ძალადობასა და ნგრევას, რომელიც არცერთმა ბავშვმა არ უნდა ნახოს. სამწუხაროდ, როდესაც ბავშვებს სახლების დატოვება უწევთ, ისინი კარგავენ ყველაფერს – საკვებს, უსაფრთხოებას, წვდომას განათლებასა და ჯანდაცვაზე.
2023 წლის ბოლოსთვის მხოლოდ 10 კვირის განმავლობაში ღაზაში უამრავი ადამიანი იქცა დევნილად. ეს მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ორგანიზაციის მიერ წარდგენილი მონაცემები ხაზს უსვამს მთელ მსოფლიოში ბავშვთა მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მათ სჭირდებათ როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები, ისე უსაფრთხოების, განათლების, თავშესაფრისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, ადგილი სათამაშოდ, გასართობად, სასწავლებლად. ეს ხომ მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პირობებისა, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვისაა აუცილებელი.