მთავარისაქართველოჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში შეხვდება

ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში შეხვდება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხვალ, 20 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით მიდის ევროინტეგრაციის გზაზე და მისი მთავარი მოწოდებაა ეს სვლა რეფორმების გზით უფრო დააჩქაროს.

„ხვალ შევხვდებით მე და თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩემი მთავარი გზავნილი იქნება, მოვუწოდო, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე. ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდანაც ძლიერი მხარდაჭერაა ევროინტეგრაციის მიმართ. ეს არის კარგი მომენტი საქართველოსთვის“, – განაცხადა ბორელმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend