ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ ნასერის საავადმყოფოს ავტოსადგომზე აღმოაჩინეს ერთ-ერთი ავტომობილი, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ერთ-ერთი კიბუციდან იყო გატაცებული.
მნიშვნელოვნად დაზიანებულ სამედიცინო ცენტრში კი გრძელდება სამხედრო ოპერაციები. არმიამ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც, ისრაელის მტკიცებით, საავადმყოფოს აფთიაქში ნაპოვნი მძევლებისთვის განკუთვნილი მედიკამენტებით სავსე გაუხსნელი ყუთები ჩანს.
Our forces located medicines specifically designated for the Israeli hostages in Gaza, large quantities of weapons and a vehicle belonging to Kibbutz Nir Oz—all found in the Nasser Hospital.
While Hamas continues to use civilians as human shields in the hospital, the IDF has… pic.twitter.com/k2mO1Fpn7N
— Israel Defense Forces (@IDF) February 18, 2024
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისრაელის არმიის რეიდების გამო ხან-იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს.
Nasser hospital in #Gaza is not functional anymore, after a weeklong siege followed by the ongoing raid.
Both yesterday and the day before, the @WHO team was not permitted to enter the hospital to assess the conditions of the patients and critical medical needs, despite…
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) February 18, 2024
ღაზის სექტორში სიდიდით მეორე საავადმყოფოს ჯერ კიდევ აფარებენ თავს ომში დაშავებული პაციენტები, თუმცა შენობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. საავადმყოფოში არც საკმარისი სამედიცინო პერსონალია.
ისრაელი კი უგულებელყოფს მოწოდებებს ღაზაში სამხედრო შეტევის შეჩერებასთან დაკავშირებით. იგი ქალაქ რაფაჰში შეჭრასაც კი გეგმავს, თუ მუსლიმანთა წმინდა თვის, რამადანის, დადგომამდე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება. რამადანი, როგორც ცნობილია, 10 მარტს იწყება.
„ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 1200 ისრაელელი ემსხვერპლა, 240 ადამიანი კი მძევლად იქნა აყვანილი, 28 985 პალესტინელი დაიღუპა, 68 000-ზე მეტი კი დაიჭრა.