ხელოვნური ინტელექტის სფეროს ლიდერი კომპანია Open AI-ის ცნობით, მათ შექმნეს ხელოვნურ ინტელექტის ახალი მოდელი Sora, რომელსაც ვიდეოების გენერირება ტექსტის სახით ინსტრუქციის მიღების შემდეგ შეუძლია.
ვიდეოზე შეიძლება გამოჩნდეს რამდენიმე პერსონაჟი, კონკრეტული მოძრაობებით და შესაბამისი ფონის აღწერილობით. კომპანიის ცნობით, ხელოვნურ ინტელექტს ესმის არამხოლოდ ის, რასაც მომხმარებელი ითხოვს, არამედ როგორ მოქმედებს ესა თუ ეს ის საგნები ან ადამიანი რეალურ ფიზიკურ სამყაროში.
Prompt: “A stylish woman walks down a Tokyo street filled with warm glowing neon and animated city signage. she wears a black leather jacket, a long red dress, and black boots, and carries a black purse. she wears sunglasses and red lipstick. she walks confidently and casually.… pic.twitter.com/cjIdgYFaWq
— OpenAI (@OpenAI) February 15, 2024
Open AI-ში აღნიშნავენ, რომ Sora-ზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და მას ჯერჯერობით აქვს ძალიან აშკარა სუსტი მხარეები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ეხება სივრცულ დეტალებს. Sora-ს შეიძლება აერიოს მხარეები – მარცხნივ, მარჯვნივ, და ასევე ვერ აღიქვას მიზეზშედეგობრივი კავშირი, მაგალითად თუ გააკეთა ვიდეო ,სადაც ადამიანი ნამცხვარს ჭამს, შეიძლება ნამცხვარზე არ დარჩეს ნაკბილარი.
Introducing Sora, our text-to-video model.
Sora can create videos of up to 60 seconds featuring highly detailed scenes, complex camera motion, and multiple characters with vibrant emotions. https://t.co/7j2JN27M3W
Prompt: “Beautiful, snowy… pic.twitter.com/ruTEWn87vf
— OpenAI (@OpenAI) February 15, 2024
Sora ჯერჯერობით ხელმისაწვდომია სპეციალურად შერჩეული გუნდისთვის, მათ შორის არიან დიზაინერები, მხატვრები და კინორეჟისორები, რომლებიც ასწორებენ სისუსტეებსა და საფრთხეებს.