უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსი ოპოზიციონერის სიკვდილში დამნაშავე ვლადიმერ პუტინია.
„ალექსეი ნავალნი რუსულ საპყრობილეში დაიღუპა. ნათელია, რომ ის ვლადიმერ პუტინის მოკლულია, ისევე როგორც ათასობით სხვა ადამიანი. ის ადამიანები, რომლებიც წამებისა და ტანჯვისთვის გაწირეს. პუტინს არ ადარდებს ვინ მოკვდება, მისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.