მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო ქორწინება დაკანონდა

საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო ქორწინება დაკანონდა

ახლა საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო ქორწინება დაკანონებულია. საბერძნეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი 15 თებერვალს დაამტკიცა. ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და საბოლოო გადაწყვეტილება 176 ხმით 76-ის წინააღმდეგ მიიღო.

კენჭისყრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მიცოტაკისმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ ამაყია, რადგან საბერძნეთი ევროკავშირის წევრი მე-16 ქვეყანაა, რომელმაც ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონი მიიღო.

სხვადასხვა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბერძენთა უმრავლესობა პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტის მიმდებარედ აქციები მაინც იმართებოდა.

რეფორმის ათობით მხარდამჭერი საკანონმდებლო ორგანოს წინ ელოდა კენჭისყრის შედეგების გამოცხადებას. იქვე შეიკრიბნენ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებიც.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერი აქციაზე ათენში, საბერძნეთი, 15 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/Michael Varaklas

„დღეს მშვენიერი დღეა, ძალიან ლამაზი დღე, რომელსაც წლების განმავლობაში ველოდით“.

„როგორც იქნა, ქვიარ თემის ხილვადობა გაიზრდება ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ბერძნულია. ჩვენ აღარ ვიქნებით უხილავები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

ახალი კანონი ერთნაირსქესიან წყვილთა მშობლობის უფლებას ითვალისწინებს, თუმცა გეი მამაკაცებს სუროგატი დედების დახმარებით ბიოლოგიური შვილების ყოლის უფლებას არ აძლევს.

„ჩვენ ვსაუბრობთ არა რელიგიურ, არამედ სამოქალაქო ქორწინებაზე“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კანონპროექტს „ბერძნული საზოგადოების დაცემა“ უწოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend