რუსეთის კოლონიაში 47 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ის სეირნობისას ცუდად გახდა და ექიმებმა ვეღარ უშველეს.
Alexey’s lawyer and his mother have arrived at the Salekhard morgue. It’s closed, however, the colony has assured them it’s working and Navalny’s body is there. The lawyer called the phone number which was on the door. He was told he was the seventh caller today. Alexey’s body is… pic.twitter.com/CsPbONUBrn
— Кира Ярмыш (@Kira_Yarmysh) February 17, 2024
ალექსეი ნავალნის ადვოკატი და საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისია აცხადებენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა.
15 თებერვალს ნავალნი ვიდეოზარით ჩაერთო სასამართლო სხდომას, ის კადრებში კარგად გამოიყურებოდა და ხუმრობდა კიდეც…
პუტინის მთავარი ოპონენტის გარდაცვალებას კრემლის პრესსპიკერი გამოეხმაურა. დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზებზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ და სასჯელაღსრულების სისტემისთვის მითითებების მიცემა საჭირო არ არის, რადგან ისინი ისედაც ყველაფერს გადაამოწმებენ. პესკოვმა ასევე დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ პუტინმა უკვე იცის.
ალექსეი ნავალნის ხშირად უწოდებდნენ “პუტინის პატიმარს”. ის თითქმის 20 წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგი იყო და ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტს.
ნავალნი 2022 წელს მოწამლეს რუსეთში ქიმიური აგენტით. გამოჯანმრთელების შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა, სადაც დაუყოვნებლივ დააკავეს და ციხეში ჩასვეს.