ძალიან დიდ ხანს უკრავდნენ ტაშს იულია ნავალნაიას, ალექსეი ნავალნის ცოლს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერეციაზე, სადაც ის სიტყვით გამოვიდა.
მან თქვა, რომ ასეთ რთულ დროს, მისი ქმარიც ასე მოიქცეოდა და ოჯახთან ყოფნის ნაცვლად იმ ტრიბუნაზე იდგებოდა, საიდანაც მსოფლიოს მიმართავდა.
ნავალნაიას ბოლომდე არ სჯერა, რომ მისი ქმარი მართლა მკვდარია და თუ ეს მართლაც ასეა, ის ამბობს, რომ პუტინი და მისი გარემოცვა აუცილებლად პასუხს აგებენ.
“მინდა პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მთავრობამ იცოდეს, რომ პასუხს აგებენ იმის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს დამართეს. ეს დღე ძალიან მალე დადგება”,- იულია ნავალნაიას სიტყვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერეციაზე.
ალექსეი ნავალნაიამ მიმართა მსოფლიოს, რომ გაერთიანდეს პუტინის დასამარცხებლად.
გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ეს ბოროტება, დავამარცხოთ საშინელი რეჟიმი, რომელიც ახლა რუსეთშია. ამ რეჟიმმაც და ვლადიმერ პუტინმაც უნდა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა ყველა იმ საშინელებაზე, რასაც ისინი აკეთებენ ჩემი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის, რუსეთის წინაშე“, – თქვა ნავალნაიამ.