თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბისი განცხადებით, ავდიივკაში უკიდურესად მძიმე ვითარებაა.
მძიმე მდგომარეობაში არიან მებრძოლები, რომლებსაც საბრძოლო ჭურვები ეწურებათ. შედეგად კი რუსი მებრძოლები ინტენსიურ შეტევაზე გადადიან.
ჯონ კირბი აცხადებს, რომ აუცილებელია, კონგრესმა შეფერხების გარეშე მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი კანონპროექტი.