ისრაელი-“ჰამასის” ომმა უკვე თვეებია მთელი ევროპა შეძრა. თუმცა გერმანიაში ამ მოვლენების სიმძაფრე ყველაზე მეტად იგრძნობა.
ამ ქვეყანაში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პალესტინური თემი ცხოვრობს. სახელმწიფოში, რომელსაც ჰოლოკოსტის მძიმე ისტორიული ტვირთი აწევს, ანტისემიტიზმი და ისლამოფობია იზრდება. ომის დაწყებიდან ერთ თვეში ანტისემიტიზმი 300-ჯერ გაიზარდა.
ანტისემიტიზმთან ერთად ქვეყანაში იმატა ისლამოფობიამაც. გახშირდა შემთხვევები, როცა მუსლიმ თემს ესხმიან თავს.
ომის დაწყებიდან მალევე ბერლინში პალესტინის მხარდასაჭერი დემონსტრაციები აიკრძალა.
დემონსტრაციების აკრძალვას პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტები აკრიტიკებენ. მათი აზრით, ეს მიდგომა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს…