12 მარტს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრის სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარი ჟან პიერმა განაცხადა, შეხვედრაზე განხილული იქნება, შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისადმი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ანჯეი დუდას ვიზიტი შეერთებულ შტატებში პოლონეთის ნატოში გაწევრების 25 წლის იუბილეს ემთხვევა.