ტექნოლოგიური კომპანიების გამჭვირვალობის უახლესი ანგარიშის მიხედვით, პლატფორმა X-მა, რომელიც მანამდე Twitter-ის სახელით იყო ცნობილი, უფლება მისცა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ ინდივიდუალურ პირებსა და ორგანიზაციებს გადაეხადათ თანხა პლატფორმაზე სერვისის მისაღებად, კერძოდ ე.წ. ვერიფიკაციის ნიშანი, რომლის დროსაც ანგარიშს ავთენტურობის აღმნიშვნელი ლურჯი ნიშანი უკეთდება.
საუბარი არის 28 ანგარიშზე, რომელსაც გავლილი აქვს იქსის ვერიფიკაცია, ანუ სპეციალური ნიშანი, რომელიც აჩვენებს ანგარიშის ავთენტურობას. ასეთი ანგარიშები მაგალითად, ეკუთვნოდა `„ჰეზბოლას“ ლიდერს, ჰუსიტების დაჯგუფებებს და ირანისა და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებს, რომლებიც სანქცირებულნი არიან ამერიკის მიერ.
იქსზე გამოწერა თვეში 8 დოლარი ღირს, რომლის დროსაც მომხმარებელს სერვისი სთავაზობს ლურჯ ნიშანს, მანამდე ტვიტერზე ეს ნიშანი ჰქონდათ ცნობილ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, თუმცა ილონ მასკმა ეს სისტემა ფასიანი გახადა.
გარდა იმისა, რომ პრივილეგია გექნება ავთენტურობის, ასევე იქს ლურჯი ნიშნის მქონდე ანგარიშის პოპულარიზაციას ცდილობს.
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პლატფორმა იქსის ადმინისტრაციამ კომენტარი გამოაქვეყნა.
ადმინისტრაციის თქმით, სოციალური ქსელის გუნდმა გადახედა ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ შესაბამის ზომებს.
აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს რამდენიმე დასახელებული ანგარიშიდან ადმინისტრაციამ ვერიფიკაციის ნიშანი, ანუ ლურჯი ნიშანი მოხსნა.
X has a robust and secure approach in place for our monetization features, adhering to legal obligations, along with independent screening by our payments providers. Several of the accounts listed in the Tech Transparency Report are not directly named on sanction lists, while… https://t.co/jgEzkNcFqj
— Safety (@Safety) February 14, 2024