7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ სამხრეთ ისრაელში მომხდარი თავდასხმის შედეგად გატაცებულთა ნათესავები და ყოფილი მძევლები ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მივიდნენ და პროკურორებისგან „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრება მოითხოვეს.
სარჩელი მძევლებისა და დაკარგულთა ოჯახების წევრებისგან შემდგარმა ფორუმმა შეიტანა. ისინი სასამართლოს მოუწოდებენ, „ჰამასის“ ლიდერებს გენოციდში, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დასდონ ბრალი.
სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზაში მიმდინარე ომში გენოციდის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებს, რასაც მუდმივად უარყოს ისრაელის მხარე. ეს საქმე ახლა განიხილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც ჰააგის სასამართლოსგან განსხვავებულია ინსტანციაა.