“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მკვლევართა ინფორმაციით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ მიდამოებში “ჰამასსა” და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის შეტაკებების მასშტაბი და რაოდენობა შემცირებულია. სამხედრო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი ამჟამად ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებშია.
NEW: The number of Palestinian militia attacks in the northern Gaza Strip dropped from a daily average of 5 attacks between January 31 and February 6 to a daily average of 2.7 attacks between February 7 and February 13. 🧵(1/6) pic.twitter.com/J4UtDj8h4n
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) February 15, 2024
ამავდროულად, ისრაელმა დაასრულა ორკვირიანი მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიმართული იყო ღაზის სექტორში “ჰამასის” კუთვნილი მიწისქვეშა სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.
„ჩვენი გზავნილი მკაფიო და ნათელია. ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ ვებრძვით, ჩვენი მიზანი გატაცებული ადამიანების შინ უსაფრთხოდ დაბრუნებაა. ჩვენი მიზანია “ჰამასის” ბოლომდე განადგურება. გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩვენი გატაცებული მოქალაქეები ღაზის სექტორში მდებარე სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გამომწყვდეულნი. სამედიცინო დაწესებულებათა 85 პროცენტი სამხედრო მიზნებით გამოიყენება “ჰამასის” მიერ“- განაცხადა დანიელ ჰაგარმა, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანმა.
იბრძვიან ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქ ხან იუნისში. “ჰეზბოლა” კი განაგრძობს ლიბანისა და ისრაელის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ისრაელის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარი განაცხადა კაიროში სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.