15 თებერვალს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს საქმიანობის 25 წელი შეუსრულდა. ეს ორგანიზაცია საქართველოში ითვლის უამრავ წარმატებულ პროექტს. ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართა საიუბილეო ღონისძიება, სადაც ისაუბრეს განვლილ წლებზე, მიღწევებზე, მიზნებზე.
საიუბილეო ღონისძიებაზე „მეგობრების კლუბის“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდებიან იმისათვის, რომ შეიქმნას საზოგადოება, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში.