მთავარიამერიკააშშამერიკის კონგრესში საუბრობენ საფრთხეზე, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება

ამერიკის კონგრესში საუბრობენ საფრთხეზე, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკის წინაშე მდგარი “სერიოზულ ეროვნული საფრთხის შესახებ” საუბრობს, თუმცა დეტალებს არ განმარტავს.

მისი თქმით, ეს საფრთხე სახელმწიფოს უკავშირდება. რესპუბლიკელი კანონმდებელი, მარკ ტენერი თეთრ სახლს სთხოვს, რომ ინფორმაციას გრიფით საიდუმლოს სტატუსი მოხსნას. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში პლატფორმა X-ზე წერია, რომ ეს ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომი გახდა კონგრესის ყველა წევრისთვის. გუშინ საღამოს კონგრესის წევრებს გაეგზავნათ ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებული იყო როგორც სასწრაფო-საგანგებო საქმე და ეხებოდა საგარეო სამხედრო შესაძლებლობების დესტაბილიზაციის საკითხს.

თეთრმა სახლმა ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საფრთხე, რომლის შესახებაც კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს არ არის მყისიერი.

ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს უკავშირდება რუსეთის მცდელობას, შექმნას კოსმოსური სატელიტური ბირთვული იარაღი. რაც შეეხება კომიტეტის დემოკრატ წევრებს, ისინი ამბობენ, რომ საფრთხე მართლაც ძალიან სერიოზულია თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს განგაშის საფუძველი.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend