NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ 2014 წლის შემდეგ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის მიზნით, 600 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი აქვთ დახარჯული. მისივე განცხადებით, ორგანიზაციის საერთო ბიუჯეტში წევრ სახელმწიფოთა ფინანსური ინვესტიცია კი მზარდია.
„დღეს ბრიუსელში NATO-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები ვაშინგტონში დაგეგმილი სამიტის შესახებ სასაუბროდ შევიკრიბეთ. თავისთავად განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციაც. ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული ვითარების გათვალისწინებით ვაგრძელებთ ჩვენი სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას. ველი, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს დახარჯავენ. საერთო თავდაცვითი პოლიტიკის შესაბამისად გასატარებლად მხოლოდ წელს 380 მილიარდი ამერიკული დოლარის მობილიზაციას ვახდენთ, 2014 წლის შემდეგ კი ალიანსს 600 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული საერთო ჯამში.
მე ველი რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს კავშირი ურყევი და უცვლელი იქნება. ამას სამი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, სწორედ ვაშინგტონის ეროვნულ ინტერესებშია ძლიერი ალიანსის არსებობა, მეორე მხრივ, ნატოს ვაშინგტონში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და მესამე, ვაშინგტონში ნატოს არ აკრიტიკებენ, აკრიტიკებენ ნატოს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც საკმარისს არ აკეთებენ.
ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების სისტემის დეგრადაციაც. შეუძლებელია, რომ მშვიდობა გარანტირებული იყოს, მშვიდობას ბევრი ძალისხმევა სჭირდება, ბევრი ინვესტიცია და ბევრი იარაღი. ჩვენ ამჟამად აღმოსავლეთ ფლანგზე ვატარებთ ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო მანევრებს, სადაც 90 ათასი ჯარისკაცი ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოდან იღებს მონაწილეობას. მოსკოვში არ უნდა შეეპაროთ ეჭვი, რომ საჭიროების შემთხვევაში NATO მზად არის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსის გენერალური მდივანმა.
❝We will continue to stand with Ukraine. For Ukraine’s security, and for ours❞
Secretary General @jensstoltenberg sets out the latest details on NATO Allies support to 🇺🇦 following the meeting of NATO Ministers of Defence #StandWithUkraine │ #DefMin pic.twitter.com/A8IaNc3n7Q
— NATO (@NATO) February 15, 2024