52 წლის ალექსანდრ ჯიკიჩმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც “იერუსალიმის ჰაპოელში” დაიწყო, ებრაული კლუბი იანვრის დასაწყისში დატოვა და ის მხოლოდ საქართველოს ნაკრებთან იმუშავებს.
“გუნდი როცა დანიაში შეიკრიბება, ერთად ვივარჯიშებთ და ბიჭებს კარგად გავიცნობ, უფრო უკეთ გავიგებ, თუ რა იქნება შესაცვლელი. შეიძლება ამ შეკრებაზე მოთამაშეების გამოძახებისას შევცდე, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერს მივხედავთ. ჩვენი მთავარი მიზანი ამ წუთისთვის 2025 წლის ევრობასკეტია და სრულიად ამაზე ვიქნებით კონცენტრირებულები. ჩვენ ძალიან ძლიერი მოთამაშეები გვყავს და მჯერა, რომ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ. მარტში ამერიკის შეერთებულ შტატებში მივდივარ, სადაც მინდა, რომ პირადად გავიცნო გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. რაც შეეხება ახალ ლეგიონერ ჯო ტომასონს, მჯერა, რომ დიდი ხნის ძებნის შემდეგ სწორედ ის მოთამაშე ვიპოვეთ, რომელიც ჩვენ გვინდოდა”, – განაცხადა ალექსანდრ ჯიკიჩმა, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ახალმა მწვრთნელმა.