პროექტმა “მედიაზონამ“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სია, თუ ვინ არის გამოცხადებული ძებნაში ამჟამად.
ჯამში 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთის შსს-ს ბაზაში 96 ათასამდე ადამიანია, რომელთა შორის არიან ევროპელი ლიდერებიც, მაგალითად ესტონეთის მოქმედი პრემიერ მინისტრი კაია კალასი.
“ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მე სწორად ვიქცევი“, – დაწერა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
The Kremlin now hopes this move will help to silence me and others – but it won't.
The opposite. I will continue my strong support to Ukraine. I will continue to stand for increasing Europe's defence. 3/
— Kaja Kallas (@kajakallas) February 13, 2024
ასევე ძებნაში არიან გამოცხადებულნი ლატვიის პარლამენტის დეპუტატები. ამის მიზეზი “მედიაზონის” ცნობით, იყო საბჭოთა ძეგლებისა და მემორიალების დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ლატვიის სეიმმა მიიღო 2022 წლის მაისში. იგივე მიზეზის გამო მაგალითად ძებნაში არიან ლიეტუველი პოლიტიკოსები, ქალაქის მერები და მინისტრები.
“მედიაზონის” ცნობით, რუსეთში ძებნილები სხვადასხვა კატეგორიებში ნაწილდებიან. ერთ-ერთი კატეგორიაა ინტერნაციონალური ლეგიონები და უცხოელი მებრძოლები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან უკრაინის არმიასთან. “მედიაზონამ” გამოავლინა 396 ადამიანი 36 ქვეყნიდან, რომლებსაც რუსები ეძებენ.
“მედიაზონა” აღნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისია და რუსეთის შსს-ს მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება და ხაზს უსვამს, რომ ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს. ამ კატეგორიის ყველაზე დიდი ჯგუფი, 100 ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ მათი კავშირისთვის “ქართულ ლეგიონთან”. ასევე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია დიდი ბრიტანეთის 93 მოქალაქის წინააღმდეგ და 62 ბელარუსის. ქართულმა “ლეგიონმა” ფეისბუკზე ამასთან დაკავშირებით დაწერა – „აღიარებენ ჩვენს ეფექტიანობას“.
ასევე რუსეთში ძებნაშია გამოცხადებული საქართველოს პარლამენტის დეპუტატიც, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინის ომში მცირე ხნით იყო წასული. ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი, კუკურიძე ბარამიძე, იგივე დომენიკ მანგო, რომელიც ასევე იბრძოდა არმიაში, ანტისაოკუპაციო მოძრაობა მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ხელმძღვანელი დავით ქაცარავა.