მთავარიევროპარუსეთირუსეთი შეიარაღების წარმოებას ზრდის

რუსეთი შეიარაღების წარმოებას ზრდის

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ  ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიის კიდევ ერთ საწარმოში იმყოფებოდა.

რუსმა მაღალჩინოსანმა სხვადასხვა სახის შეიარაღების მოდერნიზაციისა და წარმოების მასშტაბების ზრდაზე ისაუბრა: “ძვირფასო კოლეგებო, დღეს ჩვენ სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს განვიხილავთ. ის სამსახური, რომელიც ჩვენმა სამხედრო წარმოების სპეციალისტებმა გასწიეს, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ბრძოლის ველზე მტერს მაღალი სიზუსტით მივაყენოთ დარტყმა. განახლებული ტექნოლოგიები დაინერგება ბევრ სხვადასხვა სახის შეიარაღებაში. საუბარი ეხება როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე ისკანდერისა და კინძალის სახის სარაკეტო შეიარაღებასაც. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ჩვენთვის საჭირო რაოდენობით წარმოების თაობაზე შეთანხმებას”.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ სხვადასხვა წყაროებით რუსეთის ფედერაციის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 15 პროცენტი იხარჯება სამხედრო მიმართულებით. ფრონტის ხაზზე მოსალოდნელზე ნაკლები წარმატების გათვალისწინებით კრემლში მიმართეს როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო წარმოების მობილიზაციას.

საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ფონზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 2 პროცენტით გაიზარდა და ევროპაში ყველაზე სტაბილურია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend