მთავარიამერიკააშშრამშტაინის ფორმატის კიდევ ერთი შეხვედრა უკრაინის დასახმარებლად

რამშტაინის ფორმატის კიდევ ერთი შეხვედრა უკრაინის დასახმარებლად

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი ლოიდ ოსტინი კიდევ ერთხელ წარუძღვა ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრას. ეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარე ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზის სახელწოდების მქონე საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფია, რომელშიც გაწევრიანებული 50-ამდე სახელმწიფო ერთიანი ძალებით უწევს დახმარებას უკრაინას. ეს დახმარება მოიცავს როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ ნაწილს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირე სახელმწიფოებს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების დიდი რაოდენობით მიწოდებისკენ.

„რამდენიმე დღეში უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან ორი წელი შესრულდება. კრემლი დემოკრატიულ და მშვიდობიან მეზობელს დაესხა თავს. ვლადიმერ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინელი ერი მალე დანებდებოდა, თუმცა მან უდიდესი შეცდომა დაუშვა. უკრაინელი ერი სიმამაცის და თავგანწირვის ხარჯზე უწევს პუტინს წინააღმდეგობას. კრემლში თვლიდნენ, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერით დავიღლებოდით, მაგრამ ეს სიცრუეა. უკრაინას მხარს დავუჭერთ მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა.

ლოიდ ოსტინის თქმით, კრემლმა თავად შექმნა საერთაშორისო იზოლაცია მაშინ, როდესაც მშვიდობიან და დემოკრატიულ მეზობელს, უკრაინას, დაესხა თავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend