ისრაელის მიერ ღაზის სამხრეთში რაფაჰზე თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 42 ბავშვი.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 12 300 პალესტინელი ბავშვი დაიღუპა.
🚨 Tens of thousands of pregnant women are sheltering in #Rafah.
Attacks will deny them their safety and make it harder for @UNFPA—the @UN sexual and reproductive health agency—to provide life-saving aid in #Gaza.
We need a ceasefire now.
Learn more: https://t.co/ZUIn0Ek0JO pic.twitter.com/Vr90mVucFy
— UNFPA (@UNFPA) February 14, 2024
რაფაჰზე საჰაერო თავდასხმის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა რაფაჰში უზრუნველყონ მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება.