მთავარიევროპაიტალია“მეტამორფოზა” - ზღვაში დაკარგული მიგრანტებისთვის

“მეტამორფოზა” – ზღვაში დაკარგული მიგრანტებისთვის

მიგრანტთა კრიზისისა და ზღვაში ათასობით ადამიანის დაღუპვის გამო გაჩნდა იდეა, რომ იტალიის ციხეში მყოფ პატიმრებს ჩაძირული და განადგურებული გემების ნაწილებისგან შეექმნათ ვიოლინოები, ალტები და ჩელოები.

პროექტი, სახელწოდებით „მეტამორფოზა“, რეაბილიტაციის ერთგვარი ფორმაა მსჯავრდადებულებისთვის.

ინსტრუმენტების შესაქმნელად გამოიყენებენ იმ ნავების ნაწილებსაც რომლებსაც ადამიანით მოვაჭრეები იყენებდნენ,

ამ ყველაფრის მიზანი მიზანი ერთია: დავიწყებას არ მიეცეს ეს საშინელი ტრაგედიები.

არნოლდო მოსკა მონდადორი სულიერებისა და ხელოვნების სახლის ფონდის პრეზიდენტი ამბობს, რომ პროექტის იდეა გაჩნდა იმ შეკითხვების გამო, რომლებიც საზოგადოებას აწუხებდა.

“როდესაც ვნახე,  ლამპედუზის პორტში როგორ გადმოდიოდნენ ბავშვები იმ  ნავებიდან, რომლებიც შემდეგ მთავრობამ გაანადგურა, დავფიქრდი, როგორ მექცია ეს მოგონებად. ყველას უნდა ახსოვდეს  ეს ტრაგედია, რომელიც შესაძლოა ჩემ ან ჩემი შვილის თავს დატრიალებულიყო.  იქ რომ დავბადებულიყავით, ეს ჩვენც დაგვემართებოდა”,-ამბობს არნოლდო მოსკა

იტალიის ციხეში შექმნილი ინსტრუმენტები ლა-სკალაშიც აჟღერდა და  ეს იყო ერთგვარი მოგონება იმ 22 800 მიგრანტისა, რომლებიც, გაეროს ინფორმაციით, 2014 წლის შემდეგ ხმელთაშუა ზღვის გადაცურვისას დაიღუპნენ ან უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend