აშშ-ის სენატმა ისრაელის, უკრაინისა და ტაივანის დასახმარებლად 95 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო პაკეტის მიწოდებას დაუჭირა მხარი.
ვაშინგტონის მიერ ამ თანხის გადაცემას წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც ესაჭიროება. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია ფლობს უმრავლესობას, სენატში კი დემოკრატიული პარტია. ამ დრომდე რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უარს აცხადებს უკრაინისთვის ამ დახმარების გაწევაზე.
„ამერიკის შეერთებული შტატებიდან კარგი ამბებია. სენატმა ახლახან დაუჭირა მხარი ჩვენი სახელმწიფოსთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას, ეს პირველი ნაბიჯი გახლდათ, შემდეგი ნაბიჯი წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერაა. მთელი მსოფლიო ელის ამერიკის შეერთებული შტატების წინამძღოლობით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
I am grateful to every US Senator who made a morally strong choice today. Such a choice matters right now, not just for Ukraine but for every nation whose independence is a target for Russian strikes, current and planned, including those planned for the coming years.
Putin’s… pic.twitter.com/gqzqt3vBkl
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 13, 2024