რუსული ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თანამგზავრული ინტერნეტისთვის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ წარმოებულ Starlink-ის ტერმინალებს იყენებს.
A number of false news reports claim that SpaceX is selling Starlink terminals to Russia.
This is categorically false.
To the best of our knowledge, no Starlinks have been sold directly or indirectly to Russia.
— Elon Musk (@elonmusk) February 11, 2024
უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს სპიკერ ანდრიი იუსოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მხრიდან მოწყობილობის გამოყენების შემთხვევები სისტემურ ხასიათს იღებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ტერმინალებს იყენებდნენ ისეთი ქვედანაყოფები, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთის 83-ე საჰაერო შეტევის ბრიგადა. მათ მიერ Starlink-ის მოწყობილობები გამოიყენებოდა დონეცკის ნაწილობრივ ოკუპირებულ აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქების კლიშჩიივკისა და ანდრიივკის მახლობლად.
ეს პირველი ოფიციალური განცხადებაა, რომელიც უკრაინის მხრიდან რუსეთის მიერ Starlink-ის სავარაუდო გამოყენების შესახებ გავრცელდა.